გაკვეთილის გეგმა





ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
საგანი_ქართული, გეოგრაფია
კლასი_X

დრო - 80 წუთი



1.      თემის სახელწოდება
 გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’ (შემაჯამებელი) და ტაო კლარჯეთი
2.      ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
საგნები
მასწავლებლების სახელი და გვარი
ქართული ლიტერატურა;
გეოგრაფია
ნანა ბერძენიშვილი
ლელა ყეინაშვილი

3.      მოსწავლეთა რაოდენობა
15
4.      სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
-
5.      3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


ქართული ლიტერატურა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·        მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·        მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·        იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·        ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·        უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·        მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·        გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·        გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
·        გადმოსცემს წაკითხულით აღძრულ შთაბეჭდილებებს;
·        წარმოადგენს პრობლემას, რომელიც დაინახა ნაწარმოებში; აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს;
·        გამოხატავს პერსონაჟთა მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას;
·        მსჯელობს იმის შესახებ, რა იყო კონკრეტულ ნაწარმოებში მისთვის მისაღები და რა - მიუღებელი;
·        ურთავს კომენტარებს მისთვის ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს;
·        მოიხმობს ადგილებს ტექსტიდან საკუთარი აზრის დასასაბუთებლად.

გეოგრაფია
·        შედეგებს გამოსახავს მისთვის სასურველი ფორმით;
·        ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს მოძიებულ ინფორმაციას მსოფლიოში XX საუკუნის 90-იან წლებში მიმდინარე პროცესების შესახებ და უკავშირებს მათ თანამედროვე პოლიტიკური რუკის ფორმირებას; მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს გამოხატავს სასურველი ფორმით;
·        ეპოქების მიხედვით მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ცვლილებები დააქვს კონტურულ რუკებზე და ქმნის თემატურ ატლასს.
·        ჯგუფური მუშაობისას აანალიზებს გეოპოლიტიკის შემადგენელ მნიშვნელოვან კომპონენტებს (ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, სოციალურ და სამხედრო პოლიტიკას) და აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით აჯგუფებს ქვეყნებს გეოპოლიტიკური კურსის მიხედვით;

6.      სწავლის შედეგები
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
გეო.X.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან.
გეო.X.6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

7.      მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
გაკვეთილი1.
კლასის მობილიზება (1წთ)
კითხვა-პასუხი: ქართული ლიტერატურის გაკვეთილი იწყება   კითხვა-პასუხის მეთოდით. ვისი სიტყვებით იწყება ნაწარმოები და რატომ?
საზოგადოების რომელი ფენიდან იყო გრიგოლი? ვის კარზე აღიზარდა?
როგორი განათლება მიიღო? რატომ მოიხსენიებს ავტორი ,,ზეცის კაცად?’’
რითი გამოირჩეოდა თანატოლებისაგან? როგორ დაარწმუნეს გრიგოლი მღვდლად კურთხევის აუცილებლობაში? შეაფასეთ გრიგოლის საქციელი, როდესაც ის აშოტის პირად ცხოვრებაში ჩაერია. როგორი ურთიერთობა იკვეთება საერო და სასულიერო პირებს შორის. თქვენ რომ გრიგოლის ადგილზე ყოფილიყავით, როგორ მოექცეოდით გაპარულ თეოდორესა და ქრისტეფორეს? რას უნდა ნიშნავდეს, თქვენი აზრით, ,,საღვთო შური’’? შეაფასეთ ცქირის ქმედება და იმსჯელეთ აშოტის საქციელზე ცქირთან დაკავშირებით.(10 წთ)
ვაძლევ მოსწავლეებს ნარატიულ ჩარჩოს ჯგუფური მუშაობისთვის.
გაიხსენონ ჯავახეთის საეკლესიო კრება და შეავსონ სქემა.(5წთ)
წარადგინონ ნამუშევრები.(5წთ)
ჯგუფები გააკეთებენ საშინაო დავალების პრეზენტაციას. (20 წთ)
1-ლი ჯგუფი - ხანძთის მონასტრისა და ტაო-კლასრჯეთის ისტორიულ დეტალებს.(სლაიდი)
მე-2 ჯგუფი - შატბერდის მონასტრის  და სპერის ბაგრატიონების
ისტორიას.(სლაიდი)
მე-3 ჯგუფი - უბისის მონასტრის ისტორიას, ცნობებს დემეტრე მეორის შესახებ და აშოტის რომანულ ეპიზოდს.(სლაიდი)

მე-2 გაკვეთილი  - გეოგრაფია (15 წთ)
    1-ლი ჯგუფი - გრიგოლისა და მისი ძმების მიერ გავლილი გზა გადაიტანეთ რუკაზე.(ქართლიდან ხანძთამდე, ხანძთიდან აფხაზეთამდე და აფხაზეთიდან ხანძთამდე.
მე-2 ჯგუფი - გაიხსენეთ ტექსტიდან ტაო- კლარჯეთის კლდეთა თავისებურება  და დაახასიათეთ.
მე-3 ჯგუფი - დაახასიათეთ კლარჯეთის ჰავა.
პრეზენტაცია (10წთ)

ქართული
ხუთწუთიანი წერა - სამივე ჯგუფს ვაძლევ სხვადასხვა დავალებას (5წთ):
1-ლი ჯგუფი - ,,მონაგებთა დატევებაი სისხლის დათხევას ემსგავსების’’
მე-2 ჯგუფი - ,,არავის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებაი’’
მე-3 ჯგუფი - ,,შემინდევ მამაო ვითარცა ქრისტემან შეუნდო თავისსა მკვლელებს’’

 წაიკითხონ შესრულებული დავალება.(10წთ)

8.      შეფასება
მოსწავლეებს ვაფასებ შემაჯამებელი, განმავითარებელი შეფასებით, ინდივიდუალურად და ჯგუფურად სავარჯიშოს შესრულების დროს, განსაკუთრებით მივაქცევ ყურადღებას პრეზენტაციას.(იხ. შეფასების რუბრიკა)

7. რესურსები

დაფა, ცარცი, ფურცლები, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდი, ამონაბეჭდები, ფორმატი, მარკერი, დიაგრამები.



ქართული

     
კრიტერიუმი

დაბალი                      1–4
საშუალო           5–6
საშუალოზე მაღალი 7–8
მაღალი                   
  9–10
პრეზენტაცია
 ვერ საუბ
რობს ფაქ
ტებსა და 
არგუმენ
ტებზე დაყრ
დნობით;
უშვებს ფაქ
ტობრივ შეც
დომებს, 
თხრობა არადამა
ჯერებელია, ვერ ამყა
რებს თვა
ლით კონტაქტს;
ვერ იპყრობს მსმენელის ყურადღებას

ვერ საუბ
რობს ფაქ
ტებსა და 
არგუმენ
ტებზე დაყ
რდნობით; 
აუდიტორიას 
თავდაჯერე
ბულად მიმარ
თავს, არ ამყა
რებს თვალით
 კონტაქტს; ხმა
 და ინტონაცია არადამაჯერე
ბელია, წარმოთ
ქმა - ცუდი.
საუბრობს 
 ფაქტებსა 
და არგუმენ
ტებზე დაყრდნობით; აუდიტორიას თავდაჯერე
ბულად მიმარ
თავს, ვერ ამყ0ა
რებს თვალით კონტაქტს; ხმა
 და ინტონაცია არადამაჯერე
ბელია, წარმოთქმა - კარგი.

საუბრობს ფაქ
ტებსა და არ
გუმენტებზე დაყრდნობით; აუდიტორიას თავდაჯერე
ბულად მიმარ
თავს, ამყარებს თვალით კონ
ტაქტს; ხმა და ინტონაცია დამაჯერე
ბელია, წარ
მოთქმა - კარ
გი.იცავს 
 დროის
 ლიმიტს


ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება და სამუშაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა, ვერ დაგეგმა
ჯგუფმა სამუ
შაოს მიზანი 
ნაწილობრივ გააცნობიერა,
დაგეგმა მაგ
რამ გეგმიდან
გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა სამუაო დაგეგმა მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა სამუ
შაოს მიზანი 
კარგად გააცნობიერა,
კარგად და
გეგმა და შე
ასრულა გეგ
მით  გათვა
ლისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის წევრთა ჩართულობა მათ შორის ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ
მხოლოდ ერთი
და ორი  მოს
წავლე აქტიურობდა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური მაგრამ მათ შორის პოზიტიური ურთიერ
თობები იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტი
ურობდა სა
მუშაო ნაყო
ფიერი იყო



გეოგრაფია


კრიტერიუმი

დაბალი               1–4
საშუალო             5–6
საშუალოზე მაღალი 7–8
მაღალი                   
 9–10
 რუკას 
 იყენებს 
მსოფლი
ოში მიმ
დინარე 
მნიშვნე
ლოვან 
პროცე
სებთან 
დაკავში
რებით

 მოსწავლეს არ შეუძლია დააკავშირს პოლიტიკური რუკის ფორმირება მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან
მოსწავლეს
 ნაწილობრივ 
შეუძლია და
აკავშირს 
პოლიტიკური
 რუკის ფორ
მირება მსოფ
ლიოში მიმ
დინარე მნიშვ
ნელოვან პრო
ცესებთან.
მოსწავლეს 
შეუძლია და
აკავშის პოლიტიკური
 რუკის ფორ
მირება მსოფ
ლიოში მიმ
დინარე მნიშვნელოვან პროცესებთან,
 მაგრამ მსჯე
ლობს ზედაპი
რულად
მოსწავლეს
 შეუძლია
 დააკავშირს პოლიტიკური
 რუკის ფორ
მირება მსოფ
ლიოში მიმ
დინარე მნიშ
ვნელოვან პროცესებთან.

მოსწავლემ 
გაიგო რა გავ
ლენა აქვს 
ტერიტო
რიულ და გეოპოლი
ტიკურ ფაქ
ტორებს  საზოგადო
ების განვი
თარებაზე. 

მოსწავლეს არ შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.



მოსწავლეს ნაწი
ლობრივ შეუძლია გააანალიზოს 
 ტერიტო
რიული და გეო
პოლიტი
კური ფაქტო
რების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.


მოსწავლეს შე
უძლია გააანა
ლიზოს ტერი
ტორიუ
ლი და გეოპო
ლიტიკური ფაქტორების 
გავლენა საზოგადოების განვითარებაზ,
მაგრამ ვერ მოყავს შესაბამისი მაგალითები


მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტერიტორიული და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა საზოგადოების განვითარებაზე.

ჯგუფის 
მიერ სამუ
შაო მიზნის
გააზრება 
და სამუშა
ოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა, ვერ დაგეგმა
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა,
დაგეგმა მაგრამ
გეგმიდან გადაუხვია
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი გააცნობიერა სამუაო დაგეგმა მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა, კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით  გათვალისწინებული ყველა პუნქტი
ჯგუფის წევრთა ჩართულობა მათ შორის ურთიერთობა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ
მხოლოდ ერთი
და ორი  მოსწავლე
აქტიურობდა
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური მაგრამ მათ შორის პოზიტიური ურთიერთობები იყო
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურობდა სამუშაო ნაყოფიერი იყო















                          










                                  

No comments:

Post a Comment